აქ არის პროექტის პრეზენტაცია, სადაც ბლოგთან დაკავშირებუბული ყველაფერია დაწერილი. თემა, რატომ ავირჩიეთ ეს თემა, ბლოგის მიზანი, სირთულეები და ა.შ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ , ჩვენს პრეზენტაციაში შეგიძლიათ ნახოთ ყველაფერი, რაც ბლოგთან არის დაკავშირებული.
Friday, January 30, 2026
Thursday, January 29, 2026
საინტერესო ინტერვიუ
დღეს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინტერესო ინტერვიუ ჩავატარეთ, ჯავახეთის შესახებ ჩვენი ბლოგისთვის. ვიდეოს აქ შეგიძლიათ ნახოთ.👇👀
Wednesday, January 28, 2026
პროექტის შესახებ
პროექტი არის სამცხე-ჯავახეთის შესახებ. შეიქმნა იმისთვის, რომ სამცხე-ჯავახეთი უფრო კარგად და გასაგებად წარმოჩენილიყო. ბლოგის მიზანია მკითხველს გააცნოს რეგიონის ისტორია, კულტურა, ბუნება და ღირშესანიშნაობები და გაუღვივოს ინტერესი ამ უნიკალური კუთხის მიმართ.
აქ ნახავთ:
- სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მოკლე მომიხილვა
- რეგიონის კულტურა და ტრადიციები
- ბუნება და კლიმატი
- ისტორიული ძეგლები და ღირშესანიშნაობები
- საინტერესო ფაქტები სამცხე-ჯავახეთზე
- ფოტოები და ვიდეოები რეგიონიდან
ვიდეო სამცხე-ჯავახეთი
Youtube-იდან ავირჩიეთ ვიდეო სამცხე-ჯავახეთის შესახებ. აქ არის ყველაფერი რაც დაკავშირებულია სამცხე-ჯავახეთიდან.
სამცხე-ჯავახეთის რუკა
სამცხე-ჯავათის Mind42
Tuesday, January 27, 2026
სამცხე-ჯავახეთის ისტორია
სამცხე-ჯავახეთის ისტორია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და მრავალფეროვანია. სამცხე-ჯავახეთი ისტორიული მესხეთის, იგივე ზემო ქართლის ნაწილია. მესხეთი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, რომლის დიდი ნაწილი დრეს თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში მდებარეობს.
![]() |
| ფოტო 1 |
ტექსტის წყარო: იხილეთ აქ
ბუნება
სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნებით. აქ მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი თავისი ხელუხლებელი ტყეებითა და იშვიათი ცხოველებისა და მცენარეების ფარავნის ტბით და სხვა ტბებით, სადაც შესაძლებელია ლაშქრობა და ფრინველებზე დაკვირვება. ჯავახეთის ყველაზე მაღალი მწვერვალია მთა დიდი აბული, საიდანაც შთამბეჯდავი ხედები იშლება:
კულტურა
გეოგრაფია და კლიმატი
ჯავახეთი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ ნაწილში, სამცხე-ჯავახეთი რეგიონში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ტერიტორია ძირითადად მთიანი ზეგანია და ზღვის დონიდან დაახლოებით 1500-2002 მეტრის სიმააღლეზეა განლაგებული. ჯავახეთი სამხრეთიდან ესაზღვრება სომხეთს, რაც მას მნიშნელოვან გეოგრაფიულ მდებარეობას ანიჭებს.
| ფოტო |
ჯავახეთის კლიმატი მკვეთრად კონტინენტურია. ზამთარი ხანგრძლივი და ძალიან ცივია, ხშირია ძლიერი ყინვები დაუხვი თოვლი. გაზაფხული გვიან იწყება და მოკლეა. ზაფხული გრილი და შედარებით მოკლეა, ხოლო შემოდგომა სწრაფად გადადის ზამთარში. კლიმატისთვის დამახასიათებულია ძლიერი და ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა.
ტექსტის წყარო: იხილეთ აქ
Tuesday, January 13, 2026
Friday, January 9, 2026
სამცხე-ჯავახეთის ღირსშესანიშნაობები
![]() |
| ვარძია |
ვარძია მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე.ლეგენდის მიხედვით, სახელწოდება „ვარძია“ უკავშირდება თამარ მეფეს: ბავშვობაში, როცა იგი კლდეებში დაიკარგა, ბიძამ დაუძახა, რაზეც თამარმა უპასუხა — „აქ ვარ, ძია!“ ამ სიტყვებიდან წარმოიშვა სახელწოდება „ვარძია“.
ტექსტის წყარო: იხილეთ აქ
![]() |
| რაბათ |
რაბათის ციხე მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფოცხოვის ხეობის ტერიტორიაზე. იგი წარმოადგენს ისტორიულ ციხესიმაგრესა და კულტურულ კომპლექსს. ლეგენდის მიხედვით, სახელწოდება „რაბათი“ მომდინარეობს არაბული სიტყვიდან „რიბათი“, რაც გამაგრებულ დასახლებას ნიშნავს. საუკუნეების განმავლობაში რაბათი იყო სამხედრო და სავაჭრო გზების მნიშვნელოვანი ცენტრი და იცავდა სამხრეთ საქართველოს საზღვრებს.
ტქესტის წყარო: იხილეთ აქ
| მწვანე მონასტერი |
მწვანე მონასტერი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, ტყით დაფარულ ხეობაში, მდინარე ფოცხოვის მახლობლად. იგი ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული მონასტერია საქართველოში.
ლეგენდის მიხედვით, მონასტერი დაარსდა IX საუკუნეში და მისი სახელწოდება „მწვანე“ უკავშირდება გარემომცველ ბუნებას — მონასტერი მწვანე ტყეებშია მოქცეული და მუდამ სიწყნარესა და სიმშვიდეს ასხივებს. სწორედ ამიტომ უწოდეს მას „მწვანე მონასტერი“.
ტქესტის წყარო: იხილეთ აქ
| ზარზმის მონასტერი ზარზმის მონასტერი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მთიან და ტყიან რეგიონში. იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიულ-რელიგიური ძეგლია საქართველოში.ლეგენდის მიხედვით, მონასტერი დაარსდა IX საუკუნეში და მისი სახელწოდება „ზარზმა“ ხალხურ გადმოცემაში უკავშირდება ზარების ხმას, რომელიც შორიდანაც ისმოდა და მთებში ექოდ ვრცელდებოდა. სწორედ ამ ხმაურიდან წარმოიშვა სახელწოდება „ზარზმა“. ტქესტის წყარო: იხილეთ აქ |



