Friday, January 30, 2026

პროექტის პრეზენტაცია

 აქ არის პროექტის პრეზენტაცია, სადაც ბლოგთან დაკავშირებუბული ყველაფერია დაწერილი. თემა, რატომ ავირჩიეთ ეს თემა, ბლოგის მიზანი, სირთულეები და ა.შ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ , ჩვენს პრეზენტაციაში შეგიძლიათ ნახოთ ყველაფერი, რაც ბლოგთან არის დაკავშირებული. 

Thursday, January 29, 2026

საინტერესო ინტერვიუ

 დღეს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინტერესო  ინტერვიუ ჩავატარეთ, ჯავახეთის შესახებ ჩვენი ბლოგისთვის. ვიდეოს აქ შეგიძლიათ ნახოთ.👇👀



Wednesday, January 28, 2026

პროექტის შესახებ

 პროექტი არის სამცხე-ჯავახეთის შესახებ. შეიქმნა იმისთვის, რომ სამცხე-ჯავახეთი უფრო კარგად და გასაგებად წარმოჩენილიყო. ბლოგის მიზანია მკითხველს გააცნოს რეგიონის ისტორია, კულტურა, ბუნება და ღირშესანიშნაობები და გაუღვივოს ინტერესი ამ უნიკალური კუთხის მიმართ. 


აქ ნახავთ: 

  • სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მოკლე მომიხილვა 
  • რეგიონის კულტურა და ტრადიციები 
  • ბუნება და კლიმატი 
  • ისტორიული ძეგლები და ღირშესანიშნაობები 
  • საინტერესო ფაქტები სამცხე-ჯავახეთზე
  • ფოტოები და ვიდეოები რეგიონიდან 


ვიდეო სამცხე-ჯავახეთი

 Youtube-იდან ავირჩიეთ ვიდეო სამცხე-ჯავახეთის შესახებ. აქ არის ყველაფერი რაც დაკავშირებულია სამცხე-ჯავახეთიდან. 

 
ჩვენი გადაღებული: იხილეთ აქ 
ავტორი: მილენა სარკისიან 

სამცხე-ჯავახეთის რუკა

ეს არის სამცხე-ჯავახეთის რუკა. სამცხე-ჯავახეთი რეგიონია რომელიც მდებარეობს სამხრეთ საქართველოში.


 

სამცხე-ჯავათის Mind42

Mind42-ის დახმარებით, ჩვენ მოვამზადეთ აზრობრივი რუკა, რომელიც ასახავს სამცხე-ჯავახეთის ისტორიას, გეოგრაფიას, კულტურასა და ტრადიციებს, ასევე ტურისტულ ღირშესანიშნაობებს.

Tuesday, January 27, 2026

პოსტერი

პროექტისთვის გამოვიყენეთ Canva პროგრამა და პროგრამის დახმარებით შევქმენით თემაზე პოსტერები

 

სამცხე-ჯავახეთის ისტორია

 სამცხე-ჯავახეთის ისტორია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და მრავალფეროვანია. სამცხე-ჯავახეთი ისტორიული მესხეთის, იგივე ზემო ქართლის ნაწილია. მესხეთი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, რომლის დიდი ნაწილი დრეს თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში მდებარეობს.

ფოტო 1
 სამცხის სახელწოდება მოდის სამხრეთ ქართული   ტომის-მესხების სახელიდან. მისი უძველესი   ცენტრები იყო ოძრხე და აწყური. XVI საუკუნეში   ისიც ოსმალეთის ხელში გადავიდა, რის   შედეგადაც ქართულიმოსახლეობის ნაწილი   დასაასახლეს ან იძულებით გაამაჰმადიანეს. XIX   საუკუნეში რეგიონში დასახლდნენ სომხები და   რუსი დუხობორები. დღემდე სამცხე-ჯავახეთი   ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონად რჩება.  


ტექსტის წყარო: იხილეთ აქ  

ბუნება

 სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა  მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნებით. აქ მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის  ეროვნული პარკი თავისი ხელუხლებელი ტყეებითა და იშვიათი ცხოველებისა და  მცენარეების ფარავნის ტბით და სხვა ტბებით, სადაც შესაძლებელია  ლაშქრობა და ფრინველებზე დაკვირვება. ჯავახეთის ყველაზე მაღალი მწვერვალია  მთა დიდი აბული, საიდანაც შთამბეჯდავი ხედები იშლება:

ჩვენი გადაღებული
ავტორი: მილენა სარკისია
ფოტო 2 

















ტექსტის წყარო: იხილეთ აქ 

კულტურა

სამცხე-ჯავახეთი კულტურული მრავალფეროვნებით გამორჩეული რეგიონია, სადაც დღემდე ცოცხლადაა შემონახული მრავალი სახალხო დღესასწაული, როგორიცაა შოთაობა, ვარძიობა, ბერიკაობა და სხვა. ეს ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემა და რეგიონის კულტურულ იდენტობას ფანსაზღვრავს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მესხურ სამზარეულოსაც, რომელიც მრავალფეროვანი პურით, თუთის ბაქმაზით დამზადებული ჩუჩხელით, ტყლაპებითა და ტენილი ყველით არის ცნობილი.

რეგიონი მაღალმთიანი მევენახებითაც გამორჩევა, სადაც ვიზი ზღვის დონიდან 900-1700 მეტრზე ხარობს. მესხური სამოსის შესახებ ცნობები მწირია, თუმცა ცნობილია, რომ მასზე ოსმალური და სომხური კულტურების გავლენა ინგრძნობოდა. დღეს სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში დაცულია მე-19 საუკუნის მესხური ქალის საზეიმო კაბა, რომელიც ამ კუთხის კულტურულ სიმდიდრეს ასახავს.

ტექსტის წყარო: იხილეთ აქ 

გეოგრაფია და კლიმატი

 ჯავახეთი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ ნაწილში, სამცხე-ჯავახეთი რეგიონში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ტერიტორია ძირითადად  მთიანი ზეგანია და ზღვის დონიდან დაახლოებით 1500-2002 მეტრის სიმააღლეზეა განლაგებული. ჯავახეთი სამხრეთიდან ესაზღვრება სომხეთს, რაც მას მნიშნელოვან გეოგრაფიულ მდებარეობას ანიჭებს.

ფოტო 
რელიეფის მიხედვით ჯავახეთი ვულკანური წარმოშობისაა. აქ გვხვდება ვრცელი პლატოები, მთები და ლავური ველები. რეგიონი მდიდარია ბუნებრივი ტბებით, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია პარავნის, ხანჩალისა და მადათაფის ტბები. ჯავახეთის ტერიტორიაზე ასევე მოედინება მდინარეები, რომლებიც მტკვრისა და არაქსის აუზებს ეკუთვნის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბუნებრივი გარემოს ჩამოყალიბებაში.

ჯავახეთის კლიმატი მკვეთრად კონტინენტურია. ზამთარი ხანგრძლივი და ძალიან ცივია, ხშირია ძლიერი ყინვები დაუხვი თოვლი. გაზაფხული გვიან იწყება და მოკლეა. ზაფხული გრილი და შედარებით მოკლეა, ხოლო შემოდგომა სწრაფად გადადის ზამთარში.  კლიმატისთვის დამახასიათებულია ძლიერი და ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა.


ტექსტის წყარო: იხილეთ აქ 

Friday, January 9, 2026

სამცხე-ჯავახეთის ღირსშესანიშნაობები

სამცხე-ჯავახეთს აქვს ბევრი ლამაზი ღირსშესანიშნაობები. 



SAMCXEJAVAXETI, სამცხეჯავახეთი, 0 GEL, Dadu Travel
ვარძია 

ვარძია მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე.ლეგენდის მიხედვით, სახელწოდება „ვარძია“ უკავშირდება თამარ მეფეს: ბავშვობაში, როცა იგი კლდეებში დაიკარგა, ბიძამ დაუძახა, რაზეც თამარმა უპასუხა — „აქ ვარ, ძია!“ ამ სიტყვებიდან წარმოიშვა სახელწოდება „ვარძია“.


ტექსტის წყარო: იხილეთ აქ 



SAMCXEJAVAXETI, სამცხეჯავახეთი, 0 GEL, Dadu Travel
რაბათ 

რაბათის ციხე მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფოცხოვის ხეობის ტერიტორიაზე. იგი წარმოადგენს ისტორიულ ციხესიმაგრესა და კულტურულ კომპლექსს. ლეგენდის მიხედვით, სახელწოდება „რაბათი“ მომდინარეობს არაბული სიტყვიდან „რიბათი“, რაც გამაგრებულ დასახლებას ნიშნავს. საუკუნეების განმავლობაში რაბათი იყო სამხედრო და სავაჭრო გზების მნიშვნელოვანი ცენტრი და იცავდა სამხრეთ საქართველოს საზღვრებს.


ტქესტის წყარო: იხილეთ აქ 



მწვანე მონასტერი | Georgian Travel Guide
მწვანე მონასტერი 

მწვანე მონასტერი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, ტყით დაფარულ ხეობაში, მდინარე ფოცხოვის მახლობლად. იგი ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული მონასტერია საქართველოში.

ლეგენდის მიხედვით, მონასტერი დაარსდა IX საუკუნეში და მისი სახელწოდება „მწვანე“ უკავშირდება გარემომცველ ბუნებას — მონასტერი მწვანე ტყეებშია მოქცეული და მუდამ სიწყნარესა და სიმშვიდეს ასხივებს. სწორედ ამიტომ უწოდეს მას „მწვანე მონასტერი“.


ტქესტის წყარო: იხილეთ აქ 





ზარზმის მონასტერი | Georgian Travel Guide
ზარზმის მონასტერი 

ზარზმის მონასტერი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მთიან და ტყიან რეგიონში. იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიულ-რელიგიური ძეგლია საქართველოში.ლეგენდის მიხედვით, მონასტერი დაარსდა IX საუკუნეში და მისი სახელწოდება „ზარზმა“ ხალხურ გადმოცემაში უკავშირდება ზარების ხმას, რომელიც შორიდანაც ისმოდა და მთებში ექოდ ვრცელდებოდა. სწორედ ამ ხმაურიდან წარმოიშვა სახელწოდება „ზარზმა“.


ტქესტის წყარო: იხილეთ აქ